ბელარუსს სურს რუსული „ისკანდერები“ - ალიაქსანდრ ლუკაშენკა

საქართველო, თბილისი - 21:47 | 13.11.2021
ნანახია: 372

პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსს სურს რუსეთისგან მიიღოს სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ რამდენიმე დივიზიონი.

 „მე მინდა რამდენიმე დივიზიონი დასავლეთ და სამხრეთ მიმართულებით. დაე, იდგნენ იქ. ეს 500 კილომეტრია (მოქმედების რადიუსი), რადგან ჩვენი „პოლონეზი“ – 300 კილომეტრამდეა. მე მინდა ეს 500-კილომეტრიანი სარაკეტო დანადგარები“, - უთხრა ლუკაშენკამ რუსულ გამოცემა „ნაციოლნაია ობორონას“.

მისი თქმით, შესაძლოა, ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედბები განვითარდეს. „ჩვენ ტყიანი და ჭაობიანი ტერიტორია გვაქვს. თუ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყება სახმელეთო ოპერაცია, უნდა შეგვეძლოს ხმელეთზე ბრძოლა“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

როგორც გამოცემა „ინტერფაქსს“ რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ყოფილმა წარმომადგენელმა, თადარიგის გენერალ-ლეინტენანტმა ევგენი ბუჟინსკიმ განუცხადა, რუსეთი მინსკს „ისკანდერებს“ არ გადასცემს.

 „თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ რა შეუშლოს ხელს ამერიკელებს განალაგონ თავიანთი რაკეტები სადმე პოლონეთში ან ბალტიისპირეთში?“, - განაცხადა ბუჟინსკიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე