ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები - ირაკლი კობახიძე უცხოელ პოლიტიკოსებზე
საქართველო, თბილისი - 18:46 | 13.11.2021 ნანახია: 587
ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი - ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი.
მისივე თქმით, ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, სახელმწიფო ლოიალური ვერ იქნება.
„ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია. მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო მათი ძალისხმევის შედეგად 2020-21 წლებში სამი დამნაშავის – გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება. ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ბუნებრივია, ყველა იმ პირსაც ეკისრება, რომელიც კრიმინალების განთავისუფლებას აქტიურად ითხოვდა.
ჩვენი უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს.
ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ.
რადგან სააკაშვილის საკითხი, ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე აქტუალურია, ამ თემას შედარებით დეტალურად შევეხები. კერძოდ, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას:
როდესაც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი პარლამენტის წევრს უმძიმესი ფორმით ფიზიკურად უსწორდება და ახალგაზრდა კაცის მკვლელებს საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით მფარველობს, უნდა მოიხადოს თუ არა მან ამ ქმედებებისთვის სასჯელი (ასეთია ორი ოფიციალური ბრალი, რომლის საფუძველზეც სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; ორივე საქმის შესახებ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის; ამასთან, გირგვლიანის საქმეში სააკაშვილის ბრალეულობა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა)? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – კი
როდესაც ამ დანაშაულთა გამო მსჯავრდებული პირი საქართველოს საზღვარს უკანონოდ ჰკვეთს, უნდა მოხდეს თუ არა მისი მყისიერი დაპატიმრება? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – კი
როდესაც მსჯავრდებული ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შიმშილობას იწყებს და განთავისუფლებას ითხოვს, უნდა დაუკმაყოფილდეს თუ არა მას მოთხოვნა? პასუხი აქაც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – არა
როდესაც მსჯავრდებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას იმისათვის ითხოვს, რომ ციხიდან გავიდეს და თანამზრახველებს მისი განთავისუფლების შანსი მიეცეთ, უნდა დაჰყვეს თუ არა ხელისუფლება მოთხოვნას? პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა – არა
როდესაც მსჯავრდებული უარს აცხადებს სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორე, კლინიკით აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანაზე, უნდა გამოიყენოს თუ არა სახელმწიფომ იძულების პროპორციული ზომები მსჯავრდებულის გადასაყვანად? პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა – კი
ბოლოს, როდესაც მსჯავრდებულის თანამზრახველები კატეგორიულად ითხოვენ მისი გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროებას, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე იციან, რომ ეს კადრები არ იქნება სასიამოვნო სანახავი და როდესაც კადრების არგასაჯაროებაზე უამრავ სიცრუესა და სპეკულაციას აგებენ, უნდა გაუზიაროს თუ არა სახელმწიფომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია სიმართლის შესახებ? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია – თუ საქართველო სახელმწიფოა, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საზოგადოება არავის უნდა შეაყვანინოს შეცდომაში – კი
ასე რომ, ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უსაფრთხოება არასაჭირო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს.
სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა – საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი!
ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ლობისტია და ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა – ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ – მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?
2012 წლიდან, საქართველოში მართლმსაჯულებამ და ზოგადად, სამართალდამცავმა სისტემამ ფუნდამენტური წინსვლა განიცადა. ამას ცხადყოფს როგორც ელემენტარული სტატისტიკა, ისე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, მათ შორის Heritage Foundation-ის, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“, მსოფლიო ბანკის რეიტინგები და სხვ. აღნიშნული რეიტინგები ადასტურებს, რომ საქართველო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია და ათამდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც კი უსწრებს. სასამართლო სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო და რომელმაც 2004-12 წლებში უამრავი ადამიანის ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება ხელყო, 2012 წლიდან რადიკალურად და თვისებრივად გარდაიქმნა და სამართლის სამსახურში ჩადგა.
ამ ფონზე, ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი – ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები.
თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს.
მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება – ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული მართლმსაჯულების დმომავალში აქვთ ჩასადენი.
მისივე თქმით, ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩაყვეენს პარტნიორებს,ას:
როდესაც უმაღლესი სა უზენაესობა მისთვის ღსაზღვარს უკანონოდ ჰკვეთს, უნდა მოხდეს თუ არა მისი მყისიერი დაპატიმრება? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა დგვარი საფუძვლის გარეშე შიმშილობას იწყებს და განთავისუფლებას ითხოვს, უნდა დაუკმაყოფილდეს თუ არა მას მოთხოვნა? პასუხი აქაც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთანამზრახველებს მისი განთავი
როდესაც მსჯავრდებული უარს აცხადებს სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორე, კლინიკით აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანაზე, უნდა გამოიყენოს თუ არა სახელმწიფომ იძულების პროპორციული ზომები მსჯავრდებულის გადასაყვანად? პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა – კი
ბოლოს, როდესაც მსჯავრდებულის თანამზრახველები კატეგორიულად ითხოვენ მისი გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროებას, მიუხედავად იმმ საზოგადოებას სრული ინფორმაცია სიმართლის შესახებ? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია – თუ საქართველო სახელმწიფოა, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საზოგადოება არავის უნდა შეაყვანინოს შეცდომაში – კი
ასე რომ, ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოებ
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















