პოლონეთის პრემიერმა ლუკაშენკა მიგრაციულ კრიზისში დაადანაშაულა
საქართველო, თბილისი - 21:14 | 09.11.2021 ნანახია: 589
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისის უკან ალიაქსანდრ ლუკაშენკა დგას, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ სეიმის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„ყველამ ვიცით, რომ ამ ერთმა ადამიანმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სპეციალურად ჩამოიყვანა ათი ათასობით ადამიანი ბელარუსში, სწორედ ლუკაშენკას გადაყავს საზღვრისკენ სპეციალურად ადამიანთა ჯგუფები, მიგრანტები, ზოგჯერ ძალითაც კი. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე... სწორედ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს ადამიანები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, იქ, სადაც მათი ადგილია“, - განაცხადა პრემიერმა.
გუშინ, 8 ნოემბერს ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და აფრიკიდან ლტოლვილების ჯგუფები ბელარუსისა და პოლონეთის საზღვრისკენ გაემართნენ. უწყებაში ამბობდნენ, რომ პოლონეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლონეთის მიერ აღმართული მავთულხლართების წინ 2 ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის ქალები და ბავშვები. პოლონელი მესაზღვრეები მათ არ უშვებდნენ, მიგრანტები კი პოლონეთის ტერიტორიაზე ძალით შეღწევას ცდილობდნენ.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის ზრდის შესახებ საუბრობენ და მიგრაციული კრიზისის შექმნაში ბელარუსს ადანაშაულებენ. შექმნილი სიტუაციის გამო პოლონეთის პრეზიდენტმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საზღვრის დასაცავად, ადგილზე იმყოფებიან სამხედრო დანაყოფებები, პოლიცია და სპეცრაზმის ჯგუფები.
ლუკაშენკამ განახადა, რომ მინსკი აღარ აპირებს შეაჩეროს არალეგალი მიგრანტები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ. ლუკაშენკას თქმით, დასავლეთის სანქციების გამო ამისთვის აღარ დარჩა აღარც ფული და აღარც ძალა.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















