პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების უპრეცენდენტო რაოდენობის გამო ანტიტერორისტული და სამხედრო ძალები გადაისროლა

საქართველო, თბილისი - 17:07 | 08.11.2021
ნანახია: 547

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ანტიტერორისტული დანაყოფები გადაისროლა.

ამასთან, სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი თავდაცვის ძალები საზღვარზე მიგრანტების უდიდესი ნაკადის მოზღვავების გამო.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბელარუსის საზღვარზე ამჟამად სამსახურს გადის 12 ათასი ჯარისკაცი, მათ შეუერთდება დამატებით მესაზღვრეების ახალი დანაყოფები და საპოლიციო სპეცრაზმი.

შექმნილი ვითარების ფონზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ანტიკრიზისული საბჭო შეკრიბა.

დრონით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მავთულხლართებთან შეკრებილი მიგრანტების არნახული რაოდენობა.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებთ, ლიეტუვა პოლონელების დასახმარებლად თავის სამხედრო რაზმებს აგზავნის.

8 ნოემბერს ბელარუსიდან პოლონეთის საზღვრისკენ ათასობით მიგრანტი დაიძრა. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. პოლონეთში მიგრანტებს ქმედებებს უკვე უწოდეს პოლონეთის ტერიტორიაზე ძალადობრივი გზით შეღწევის უპრეცენდენტო მცდელობა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე