ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე დრონით თავდასხმა მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 07.11.2021
ნანახია: 621

ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე დრონით თავდასხმა მოხდა. დაშავდა დაცვის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმის პირადი დაცვის 10 თანამშრომელი. თავად ალ-კადიმი თავდასხმას უვნებლად გადაურჩა. ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხი Al-Hadath.

სამხედროებმა მომხდარი  მკვლელობის მცდელობად შეაფასეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობა და მანქანა.

თავდასხმა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ერაყის ხელისუფლებას გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს იყო  ტერორისტული აქტი.

ერაყის შეიარაღებული ძალების მეთაურის პრესსპიკერის განცხადებით, ბაღდადის „მწვანე ზონაში“, სადაც სამთავრობო შენობები და საელჩოებია განთავსებული, ამჟამად უსაფრთხოების მდგომარეობა სტაბილურია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე