190-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ქვანახშირის გამოყენებაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 04.11.2021
ნანახია: 489

ქვანახშირის ბევრმა მომხმარებელმა, მათ შორის პოლონეთმა, ვიეტნამმა და ჩილემ, გლაზგოს კლიმატის სამიტზე უარი თქვა მის გამოყენებაზე.

ქვანახშირი პლანეტაზე ატმოსფეროს ყველაზე მეტად აბინძურებს და გლობალური დათბობის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. მასზე უარი სულ 190-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ თქვა.

თუმცა დიდმა ქვეყნებმა, რომლებიც ქვანახშირზე ძლიერი არიან დამოკიდებულნი, შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვეს, მათ შორის არის ავსტრალია, ჩინეთი, ინდოეთი და აშშ.

შეთანხმებაზე ხელმომწერებმა პირობა დადეს, რომ უარს იტყვიან ნებისმიერ ინვესტიციაზე ქვანახშირისგან ელექტროენერგიის წარმოებაში, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე. ინდუსტრიულად განვითრებული ქვეყნები შეთამხდნენ, რომ ქვანახშირზე უარს 2030-იან წლებში იტყვიან,ნაკლებად განვითარებულები კი - 2040-იან წლებში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე