ილონ მასკი მზად არის Tesla-ს აქციები გაყიდოს, რათა კაცობრიობა შიმშლისგან იხსნას

საქართველო, თბილისი - 21:00 | 01.11.2021
ნანახია: 716

ამერიკელმა მილიარდერმა და SpaceX-ის  მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მზად არის თავისი შემოსავლის ნაწილი კაცობრიობის შიმშილისგან გადასარჩენად დახარჯოს.

მანამდე გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP - World Food Programme) დირექტორმა დევიდ ბიზლიმ მასკს მოუწოდა ფინანსები შესწიროს შიმშილობასთან ბრძოლას, რათა მსოფლიომ კატასტროფა თავიდან აიცილოს. როგორც ტელეარხი CNN იუწყება, ადამიანების შიმშილისგან გადასარჩენად მასკის ქონების მხოლოდ 2 პროცენტია საკმარისი, რომელიც ამ მომენტისთვის 289 მლრდ დოლარს შეადგენს.

„თუ WFP ამიხსნის როგორ გადაჭრის 6 მლრდ დოლარი მსოფლიო შიმშილობის პრობლემას, მზად ვარ ახლავე გავყიდო Tesla-ს აქციები და აღნიშნული პრობლემა მოვაგვარო. მაგრამ ფინანსური ანგარიშსწორება ღია უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, როგორ დაიხარჯება თანხა“, - დაწერა მასკმა  Twitter-ზე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე