ისრაელმა სირიის მიმართულებით რაკეტები ისროლა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 31.10.2021
ნანახია: 768

დამასკოს გარეუბნების მიმართულებით ისრაელმა რაკეტები ისროლა. ინფორმაციას  სირიის ხელისუფლენა ავრცელებს.

მისივე ცნობით, რაკეტების ნაწილი სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, რამდენიმემ კი მიზნს მიაღწია.

როგორც სირიის ხელისუფლება იუწყება, სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ჯარისკაცი დაშავდა და რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ ისრაელის სამიზნე ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ მოკავშირე დაჯგუფების იარაღის საწყობები გახდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე