ევროპარლამენტმა ევროკომისიას ევროკავშირის სასამართლოში უჩივლა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 30.10.2021
ნანახია: 565

ევროპარლამნეტმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში ევროკიმისიას უჩივლა იმის გამო, რომ მან არ გააქტიურა რეგლამენტი ევროკავშირის ქვეყნებში კანონის უზენაესობის დარღვევისთვის სანქციების შესახებ.

ევროკავშირის კანონის უზენაესობის მექანიზმი ევროკავშირის სამიტზე 2020 წლის დეკემბერში დამტკიცდა. ძალაში შევიდა, თუმცა დღემდე არ გამოყენებულა. კანონის თანახმად, ევროკომისიას შეუძლია შეამცირს ერთიანი ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა იმ ქვეყნებისთვის, სადაც არსებობს  კანონის უზენაესობის დარღვევის გამო თანხის არამიზნობრივად დახარჯვის საფრთხე.  პოლონეთი და უნგრეთი, შიშობდნენ რა, რომ ახალი რეგლამენტი, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ გამოყენებულიყო, თავის მხრივ საჩივარი შეიტანეს ევროკავშირის სასამართლოში კანონის უზენაესობის მექანიზმის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება სავარაუდოდ, რამდენიმე თვის შემდეგ და მანამდე ევროკომისიამ გადაწყვიტა მის გამოყენებაზე არ ეჩქარა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის დევიდ სასოლის თქმით, ევროპარლამენტი ელოდება, რომ ევროკომისია იმოქმედებს თანმიმდევრულად და ხორცს შეასხამს მისი პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, სადაც ის პოლონეთს სანქციებით დაემუქრა, თუ ის ეროვნულ კანონებს ევროკავშირის კანონმდებლობაზე მაღლა დააყენებდა. „სიტყვას საქმე უნდა მოჰყვეს“, - დასძინა სასოლიმ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე