აშშ-მა 55 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 30.10.2021
ნანახია: 543

აშშ-მა მოითხოვა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ქვეყანა კიდევ 55-მა რუსმა დიპლომატმა და ტექნიკურმა თანამშრომელმა დატოვოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ამასთან, მან განმარტა, რომ ეს გაძევებას ნიშნავს.

ზახაროვას თქმით, რუსეთში ამერიკის მხრიდან მუშაობს 130 ადამიანი, ხოლო ვაშინგტონში რუსეთის მისიაში  და ნიუ იორკისა და ჰიუსტონის ორ გენერალურ საკონსულოში სულ მცირე 200 თანამშრომელი. მან აღნიშნა, რომ დიპლომატების გაძევება დაამძიმებს ვიტთარებას დიპლომატიურ „ფრონტზე“.

15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დადგენილებას რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. მათ შორის იყო ვაშინგტონიდან 10 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებაც. ამის შემდეგ რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი გააძევებს 10 ამერიკელ დიპლომატს ვაშინგტონის ზომების საპასუხოდ.

აგვისტოს დასაწყისში აშშ-მა მოსთხოვა ქვეყნის დატოვება რუს დიპლომატებს, რომლებსაც ვიზების მოქმედების ვადა ეწურებოდათ. რუსული მხარის განცხადებით, საუბარი იყო 24 დიპლომატზე.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე