რუსეთს არ შეუძლია ხელი შეუშალოს უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას

საქართველო, თბილისი - 20:50 | 24.10.2021
ნანახია: 683

რუსეთს არ შეუძლია ხელი შეუშალოს უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას, მაგრამ ასეთი ნაბიჯების შედეგების შემცირებას შეძლებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ხელის შეშლა და ეს შეულებელიცაა“, - განაცხადა მან „როსია-1“-ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

პესკოვმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ასეთი ნაბიჯების შედეგების მინიმუმადე დაყვანა. “საშინელება არ მოხდება, თუ  ჩვენ უბრალოდ უარს ვიტყვით ნატო-სთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა პესკოვმა

რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლობა რუსეთს საფრთხეს უქმნის.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე