ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად, შესაძლოა, დეკემბრის დასაწყისში აირჩიონ
საქართველო, თბილისი - 21:36 | 21.10.2021 ნანახია: 1102
გერმანიაში სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და „მწვანეები“ გეგმავენ სწრაფად ჩამოაყალიბონ ახალი მთავრობა. დეკემბრის მეორე კვირას, 6 დეკემბრის შემდეგ გერმანიის ახალ კანცლერად შესაძლოა, აირჩიონ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ფინანსთა ახლანდელი მინისტრი ოლაფ შოლცი. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების გენერალურმა მდივნებმა ფოლკერ ვისინგმა და ლარს კლინგბაილმა განაცხადეს ბერლინში კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისას.
ლარს კლინგბაილის თქმით, 27 ოქტომბერს მუშაობას დაიწყებენ სამი პარტიის სამუშაო ჯგუფები. 10 ნოემბრისთვის ისინი შეათანხმებენ პოზიციებს, რომლებზეც შემდეგ იმსჯელებენ ძირითად მოლაპარაკებების ჯგუფებში. კოალიციური შეთანხმების დეტალები შეთანხმდება 22 სამუშაო ჯგუფის პოლიტიკოსებთან.
ვისინგის თქმით, ნოემბრის ბოლოს უკვე მზად უნდა იყოს კოალიციური შეთანხმება, ერთი კვირის თავზე კი 6 დეკემბრიდან ბუნდესტაგში, შესაძლოა, აირჩიონ ახალი ფედერალური კანცლერი და ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა. ამ შემთხვევაში, ახლანდელი ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი შოლცი ანგელა მერკელის მემკვიდრე გახდება, რომელიც გერმანიას 2005 წლიდან მართავს.
გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები. მცირე სხვაობით გაიმარჯვა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. მან ხმათა 25,7 პროცენტი მოაგროვა. მისმა უახლოესმა მეტოქემ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ქრისტიანთა კავშირის ბლოკმა ამომრჩეველთა ხმების 24,1 პროცენტი მოაგროვა. „მწვანეების“ პარტიამ ხმების 14,8 პროცენტი მიიღო.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















