ბელარუსმა საფრანგეთის ელჩი გააძევა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 18.10.2021
ნანახია: 542

მინსკში საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე ლაკოსტმა ბელარუსი დატოვა. ინფორმაციას სააგენტო AFP საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის ელჩს ქვეყნის დატოვება ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსთხოვა. კონკრეტული მიზეზი არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, ელჩის გაძევება უკავშირდება საფრანგეთის მიერ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარებას.

როგორც იუწყებიან, ელჩი დე ლაკოსტი დაემშვიდობასაელჩოს თანამშრომლებს და ჩაწერა ვიდეო შეტყობინება ბელარუსი ხალხისთვის, რომელიც გამოქვეყნდება საელჩოს ვებგვერდზე ორშაბათს, 18 ოქტომბერს.

ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ელჩი დე ლაკოსტი ბელარუსში უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლიდან შეუდგა, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლების გადასაცემას ლუკაშენკას არ შეხვედრია.

ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთმა არ აღიარა ლუკაშენკას გამარჯვება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე