პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე პუტინისა და ლუკაშენკასგან თავის დასაცავად ზღუდეს ააგებს

საქართველო, თბილისი - 18:35 | 16.10.2021
ნანახია: 645

პოლონეთის პრემიერმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის საღვარზე ზღუდის აშენება აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი ბელარუსი კოლეგის ალიაქსანდრ ლუკაშენკასგან თავის დასაცავად. „ეს საჭიროა იმისთვის, რომ პოლონეთი გრძელვადიან  პერსპეტქივაში დავიცვათ მიგრაციული შანტაჟისგან - ამ შემთხვევაში ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და ვლადიმირ პუტინის მხრიდან“, - განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის პარლამენტის ქედა პალატამ გასულ დღეებში მიიღო კანონი ბელარუსის საზღვარზე კაპიტალური ზღუდის აგების შესახებ. როგორც ვარშავაში აცხადებენ, ქვეყანას პროექტი მიგრაციული კრიზისის დასაძლევად სჭირდება.

გაზეთი Bild am Sonntag წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიაში დაიწყო გამოძიება ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის გავლით გერმანიაში მიგრანტების კონტრაბანდაში ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ლუკაშენკა აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციების გამო, ბელარუსს არ აქვს არც „ფული და არც ძალა“ მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე