ავღანეთში, შიიტურ მეჩეთში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 16.10.2021
ნანახია: 791

ავღანეთში, ყანდაარის პროვინციის, შიიტურ მეჩეთში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა.

დაშავდა კიდევ 83 ადამიანი.

აფეთქება 15 ოქტომბერს მოხდა. ტერაქტი სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. კიდევ ერთმა პირმა კი ცეცხლი გახსნა. მედიის ცნობით, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ავღანეთში ეს უკვე მესამე ტერაქტია. ერთი კვირის წინ ყუნდუზის პროვინციაში მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 120 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა. მანამდე კიდევ ორი აფეთქება მოხდა ქაბულში მეჩეთთან ახლოს და ჯალალაბადის სკოლაში. პირველ შემთხვევაში 12 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. სკოლაში აფეთქებას კი 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტებზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე