პოლიციამ ბრიტანელი დეპუტატის მკვლელობა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 16.10.2021
ნანახია: 596

ბრიტანეთის პოლიციამ დეპუტატ დევიდ ემესის მკვლელობა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. გამოვლენილია პოტენციური მოტივიც, რომელიც ისლამურ ექსტრემიზმთანაა დაკავშირებული.

ბრიტანელ დეპუტატს კონსერვატიული პარტიიდან, დევიდ ემესს, პარასკევს, 15 ოქტომბერს, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ინციდენტი ამომრჩევლებთან შეხვედრისას ესექსის საგრაფოში, ქალაქ ლი-იო-სის ეკლესიიში მოხდა.  

69 წლის დეპუტატს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ქალაქში ჩაფრინდა სასწრაფო დახმარების ვერტმფრენიც, მაგრამ პარლამენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სასექსის საგრაფოს პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 25 წლის კაცი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე