კანარის კუნძულებზე ლავის უწყვეტი ნაკადის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

საქართველო, თბილისი - 23:47 | 12.10.2021
ნანახია: 597

კანარის კუძულ პალმაზე კიდევ 800-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ვულკანიდან ამოფრქვეული ლავის უწყვეტი ნაკადის გამო. იუწყება გამოცემა El Pais.

ამ მომენტისთვის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი საცხოვრებელი სახლები 19 სექტემბრის შემდეგ ვულკანის ამოფრქვევის გამო დატოვეს, უკვე 6 800-ს მიაღწია.

კანარის კუნულების ვულკანოლოგიის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ ვულკანის ამოფრქვევა, შესალოა, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. თუმცა ლავამ სერიოზული ზიანი მიაყენა კერძო საკუთრებას, საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურასა და სასოფლო-სამეურნეო ნათესებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კანარის კუნძულები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე