ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, აცრა ძილში უნდა გავუკეთოთ - ფილიპინების პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 19:54 | 12.10.2021
ნანახია: 873

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ამბობს, რომ თუ ადამიანებს არ სურთ ვაქცინაცია, მათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ძილში უნდა გაუკეთონ. იუწყება CNN Philippines.

 „პრობლემა მათშია, ვისაც ვაქცინაცია არ უნდა. მოძებნეთ ისინი თქვენს სოფლებში, ჩვენ მივალთ მათთან და ინექციას ძილში გავუკეთებთ. თუ მათ არ სურთ (ვაქცინაცია), მივალთ მათთან სახლში და ინექციას ღამით გავუკეთებთ, მე თავად ვუხელმძღვანლებ ამ ინიციატივას“, - განაცხადა დუტერტემ.

ამასთან, პრეზიდენტმა აღიარა, რომ შესაძლოა, ირიბად დამნაშავე იყოს იმაში, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები დღემდე არ არის ვაქცინირებული. მანვე აღნიშნა, რომ ასევე დამნაშავეა, რომ ქვეყანაში საკმარისი ვაქცინა არ არის.

ფილიპინების მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 2021 წლის 1 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში დამტკიცებულია 8 ვაქცინა: Moderna, Johnson&Johnson, Pfizer/BioNTech და „სპუტნიკ V“.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე