ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 22:27 | 08.10.2021 ნანახია: 641
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს, მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას აღინიშნა, რომ მონტენეგროს პრეზიდენტის ისტორიული, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ორმხრივ ურთიერთობებში წინგადადგმული ნაბიჯია. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო ევროპული ღირებულებების საფუძველზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა აქტიური პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. ასევე, ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში არსებულ პარტნიორობას. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირების მნიშვნელობას, ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას ტურიზმის სფეროში, რომელიც განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოსა და მონტენეგროს საერთო მიზანს. პრემიერ-მინისტრი მიესალმა მონტენეგროს მზადყოფნას, ევროინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ნატო-სა და მოკავშირე ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ასევე ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების ევაკუაციის პროცესში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა მონტენეგროს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც მონტენეგროს პრეზიდენტის დელეგაციის წევრები – განსაკუთრებულ საქმეთა მრჩეველი მილან როჩენი, მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში თამარა ბრაიოვიჩი, მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დრაგიცა პორონაკი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონტენეგროში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდნენ.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















