ბაიდენმა, სირიაში მოქმედებების გამო, თურქეთს სანქციები გაუხანგრძლივა

საქართველო, თბილისი - 16:33 | 08.10.2021
ნანახია: 533

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქეთს სირიაში მოქმედებების გამო სანქციები გაუხანგრძლივა.

მისი თქმით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის ხელისუფლების მოქმედებები ძირს უთხრის „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების კამპანიას. ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს სამოქალაქო პირებსა და რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ანკარას სანქციები 2019  წელს სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების შესვლისა და ქურთი მებროლების წინააღმდეგ დაწყებული მოქმედებების გამო დაუწესდა. მაშინ სანქციებს დაექვემდებარა თავდაცვის მინისტრი, თურქეთის გენერალური შტაბის ექს-მეთაური ჰულუსი აკარი და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე