ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი დაუდგენელ ობიექტს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 16:18 | 08.10.2021
ნანახია: 550

ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ცურვის დროს დაუდგენელ ობიექტს დაეჯახა.

როგორც აშშ-ის ფლოტში განაცხადეს, შეჯახების შედეგად წყალქვეშა ხომალდის ძრავი და ბირთვული რეაქტორი არ დაზიანებულა

„წყალქვეშა ნავი უსაფრთხო და სტაბილურ მდგომარეობაშია“, – განაცხადეს ამერიკელმა სამხედროებმა.

შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის მონაცემებით,  ინციდენტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოხდა და მსუბუქი ტრავმები 15 ადამიანმა მიიღო. ახლა წყალქვეშა ნავი გუამისკენ მიემართება, სადაც მას დამატებითი ინსპექცია ჩაუტარდება.

ოფიციალური პირები არ ავრცელებენ ცნობას, თუ რა ობიექტს დაეჯახა ამერიკული სუბმარინი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე