ავღანელმა ქალმა გოგონებისთვის იატაკქვეშა სკოლა გახსნა

საქართველო, თბილისი - 15:28 | 08.10.2021
ნანახია: 518

ავღანელმა უფლებადამცველმა თავის საცხოვრებელ სახლში იატაკქვეშა სკოლა გახსნა, რათა თავის ქალიშვილებსა და სხვა გოგონებს განათლების მიღებაში დაეხმაროს.

ქალმა, რომელმაც მედიას მხოლოს თავისი ინიცილები - ფ.დ. გაუმხილა, თქვა, რომ 1996 წელს, როდესაც ის 13 წლის იყო, თალიბების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო სკოლაში სწავლა ვერ შეძლო.

თუმცა დედამისი სკოლის მასწავლებელი იყო და მას სახლში ასწავლიდა. ახლა უფლებადამცველის 15 წლის ქალიშვილი იმავე პრობლემებს წააწყდა. ამიტომ ქალმა და მისმა ქმარმა, რომელიც ექიმია, გადაწყვიტეს თავიანთ სახლში სკოლა გაეხსნათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე