ორი სათვალე ბრილიანტებითა და ზურმუხტებით, Sotheby's-ის აუქციონზე გაიტანეს

საქართველო, თბილისი - 12:29 | 08.10.2021
ნანახია: 558

ორი იშვითი ინდური სათვალე, ბრილიანტებითა და ზურმუხტებით, ლონდონში Sotheby's-ის აუქციონზე გასაყიდად გამოფინეს.

თითო სათვალის სასტარტო ფასი 2 - 3,4 მლნ დოლარს შეადგენს.

აუქციონის სახლის მონაცემებით, ორივე სათვალე სავარაუდოდ, ეკუთვნის დიდი მუღალების ეპოქას - დინასტიას, რომელსაც მართვის სადავეები ხელთ  XVI – XVII საუკუნეებში ეპყრა.

აქუციონამდე სათვალეებს ლონდონისა და ჰონკონგის გამოფენებზე გამოიტანენ.

Sotheby's-ში განსაკუთრებით აღნიშნავენ ქვების უნიკალურობას. ბრილიანტის ლინზები დამზადებულია მთლიანი ალმასისგან, რომელიც სავარაუდოდ, მოპოვებულია სამხრეთ ინდოეთში, გოლკონდას მაღაროებში. ზურმუხტის ლინზები, სავარაუდოდ, დამზდებულია კოლუმბიური მთლიანი ზურმუხტისგან.

 „სათვალეები ატარებენ გარკვეულ სპირიტუალურ შინაარს. მიიჩნეოდა, რომ ბრილიანტს შეეძლო განათება, ზურმუხტს კი განკურნება და ბოროტების განდევნა“, - ამბობენ აუქციონის სახლში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე