ლატვიაში არავაქცინირებულ პირებს სავაჭრო ობიექტებში შესვლა აეკრძალათ

საქართველო, თბილისი - 11:02 | 08.10.2021
ნანახია: 573

ლატვიის კრიზისების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არავაქცინირებულ პირებს სავაჭრო ობიექტებში შესვლა ეკრძალებათ. გამონაკლისს წარმოადგენს სასურსათო და პირველადი საჭიროების პროდუქტების მაღაზიები. საბჭოს გადაწყვეტილება ლატვიიის პრემიერ მინისტრმა კრიშიანის კარინიშმა პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

„მაღაზიებში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ადამიანებს, რომლებსაც COVID-სერთიფიკატები აქვთ. გამონაკლისს წარმოადგენს პირველადი საჭიროების პროდუქტების სავაჭრო წერტილები, ანუ სასურსათო  მაღაზიები“, - განაცხადა კარინიშმა.

ამ დროისათვის ლატვიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 50 პროცენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე