ავსტრიის კანცლერის უწყებასა და პარტიის ოფისებში მედიის მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 20:11 | 06.10.2021
ნანახია: 612

ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცის უახლოესი მრჩევლების კაბინეტებში მედიასაშუალებების მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა.

სააგენტო Die Presse-ის ინფორმაციით, კანცლერის წინააღდეგ ასევე მიმდინარეობს გამოძიება კორუფციის ხელშეწყობის საქმეზე.

გამომძიებელებმა გაჩხრიკეს კურცის სახალხო პარტიის ოფისები ფედერალური კანცლერის უწყების შენობაში.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ავსტრიის უმსხვილეს ტაბლოიდ Österreich-თან გარიგების საქმეზე, რომელიც გაფორმდა კურცის ჯერ კიდევ კანცლერის პოსტის დაკავებამდე. მედიის ცნობით, კანცლერის გარემოცვა ეჭვმიტანილია გამოცემა Österreich-ის მოსყიდვაში დადებითი გამოხმაურების მქონე სტატიებისა და გამოკითხვების გამოქვეყნების მიზნით.

 სახალხო პარტიაში განაცხადეს, რომ ჩხრეკა პოლიტიკური ოპონენტების ინსცენირებაა. თავად კურცი ამ დროსათვის სლოვენიაში ევროკავშირის სამიტზე იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე