ზელენსკიმ ყირიმში დუმის ე.წ. არჩევნების გამო რუსეთს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 20:20 | 05.10.2021
ნანახია: 615

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და რუსეთის 95 მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ანექსირებულ ყირიმში რუსეთის დუმის არჩევნებთან ჰქონდათ კავშირი.

დადგენილების თანახმად, სანქციები განუსაზღვრელი ვადით დაუწესდებათ ყირიმსა და სევასტოპოლში რუსეთის დუმის ე.წ. დამოუკიდებელ და პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს.

ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმად, ეკონომიკური სანქციები დაუწესდებათ სამ რუსულ და ერთ სინგაპურულ კომპანიას.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე