რუსეთი აცხადებს, რომ ჰიპერბგერითი რაკეტა "ცირკონი" ბირთვული წყალქვეშა ნავიდან წარმატებით გაუშვა

საქართველო, თბილისი - 20:02 | 05.10.2021
ნანახია: 444

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბირთვული წყალქვეშა ნავმა „სევეროდვინსკმა“ ბარენცის ზღვაში წარმატებით შეასრულა ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონის“ პირველი საცდელი გაშვება.

როგორც უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რაკეტამ გაანადგურა პირობითი სამიზნე, მისი ფრენა კი შეესაბამებოდა დასახულ პარამეტრებს.

თავდაცვის სამინისტროშო აღნიშნეს, რომ ატომური წყალქვეშა ნავიდან საცდელი გაშვება წარმატებულად შეფასდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე