ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა უსაფრთხოა

საქართველო, თბილისი - 18:01 | 05.10.2021
ნანახია: 481

ევროპის წამლის სააგენტოში (EMA) განაცხადეს, რომ კვლევებზე დაყრდნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე - ბუსტერ დოზის გამოყენება მოსახლეობისთვის უსაფრთხოა.

სააგენტოს ვაქცინაციისა და ინფექციებთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ განმარტა, რომ ბუსტერდოზები 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის მეორე ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ სრულიად უსაფრთხოა და ანტისხეულების რაოდენობას მკვეთრად ზრდის.

მან აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ეხება მოსახლეობის უმრავლესობას, თუმცა მისი თქმით,  სერიოზულად დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისათვის მესამე დოზის ეფექტიანობა ჯერ დამტკიცებული არ არის.

ამასთან, კავალერიმ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის სააგენტო არ ფლობს საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გასცეს რეკომენდაცია ბუსტერდოზის გამოყენების შესახებ.

ამ დროისათვის, ვაქცინის მესამე დოზას იყენებს რამდენიმე ქვეყანა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისათვის. რამდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა დროებით მორატორიუმი გამოაცხადონ მესამე დოზის გამოყენებაზე, რათა მეტი ვაქცინა შეხვდეს იმ ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის უმეტესობას ჯერ პირველი აცრაც არ აქვს გაკეთებული.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე