მაკრონმა ავღანეთში ქალების მდგომარეობას საშინელი უწოდა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 05.10.2021
ნანახია: 621

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ავღანეთში, თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ქალების მდგომარეობას საშინელი უწოდა.

„დღეს, ავღანეთში, ქალების მდგომარეობა საშინელია. ამიტომ ბევრმა მათგანმა ქვეყანა დატოვა. საერთაშორისო საზოგადოება მათ დაეხმარა ისე, როგორც შეეძლო... საფრანგეთმაც შეიტანა თავისი მაქსიმალური წვლილი... უამრავმა ქალმა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განათლებას იღებდნენ, დაკავებულები იყვნენ სპროტით, ეზიარებოდნენ ხელოვნებას, უცებ დაინახეს, რომ ყველა ფანჯარა და კარი მათთვის დახურულია“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა რადიო France Inter-თან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ თალიბებმა უნდა უზურუნველყონ ავღანელი ქალების მომავალი, მისი თქმით,  ეს ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ „თალიბანის“ მთავრობამ მსოფლიო საზოგადოებამ აღიაროს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე