ქაბულში, მეჩეთთან მომხდარ აფექთებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:58 | 03.10.2021
ნანახია: 528

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში იდღაჰის მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 32 პირი.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ქარი საიდ ჰოსთიმ განაცხადა, რომ დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ადგილობრივი მედია წერს, რომ მეჩეთში, აფეთქების მომენტში მიმდინარეობდა კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილის ზაბიულა მუჯაჰიდის დედის სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

 მედიის ცნობით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, შესალოა, გაიზარდოს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე