სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია - დმიტრი პესკოვი

საქართველო, თბილისი - 16:47 | 01.10.2021
ნანახია: 740

რუსეთის პრეიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ვერ ხედავს რისკებს საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით. „სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია“, - თქვა მან.

„მნიშვნლოვანია, რომ ეს ცირკი არ წარმოადგენდეს საფრთხეს იმ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ეს ბატონი იმყოფება“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქით, რუსთი ჯერჯერობით ვერ ხედავს  ვითარების დესტაბილიაციის ვერანაირ რისკებს.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე