ჯადოქრობის ბრალდებით, კონგოში, რვა ქალი ცოცხლად დაწვეს

საქართველო, თბილისი - 18:27 | 29.09.2021
ნანახია: 554

კონგოში ჯადოქრობის ბრალდებით რვა ქალი ცოცხლად დაწვეს. იუწყება The Guardian-ი.

გამოცემა ეყრდნობა უფლებადამცველ შაშ რუბენგის ნაამბობს, რომელიც შეესწრო „კუდიანებზე“ ნადირობას სოფელ ჩიფუნზიში, სადაც ორი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. „ეს იყო ორშაბათს, დილის ხუთ საათზე. ახალგაზრდები სოფელში ეძებდნენ 65 წელს გადაცილებულ 19 ქალს, რომლებსაც „წინასწარმეტყევლმა“ კუდიანები უწოდა“, - თქვა მან.

 ქალების უმეტესობამ გაქცევა მოახერხა, მაგრამ მათი სახლები დაანგრიეს. ზოგიერთ მათგანს სცემეს, ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე