გენერალი მარკ მილი ტრამპს და ბაიდენს აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან ჯარების სწრაფი გაყვანა ქვეყნის სათავეში „თალიბანის“ მოსვლას გამოიწვევდა

საქართველო, თბილისი - 20:32 | 28.09.2021
ნანახია: 698

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ მარკ მილის განცხადებით, დონალდ ტრამპს და ჯო ბაიდენს აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან ჯარების სწრაფი გაყვანა ქვეყნის მთავრობის კოლაფსს და ქვეყნის სათავეში „თალიბანის“ მოსვლას გამოიწვევდა.

აღნიშნულის შესახებ გენერალმა სენატის წინაშე ისაუბრა.

მარკ მილის განცხადებით, ის აშშ-ის პრეზიდენტებს აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების სწრაფი გაყვანა ქვეყანაში მიღწეული შედეგების დაკარგვას, საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის ავტორიტეტის შელახვას, ავღანეთის მთავრობის დაშლას და ქვეყნის სათავეში „თალიბანის“ მოსვლას გამოიწვევდა. ამერიკელი გენერლის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტები სერიოზულად მოეკიდნენ მის რჩევებს, ისინი მაინც ავღანეთიდან ჯარების გაყვანას ემხრობოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე