ბელარსუში სიკვდილით დასჯის საკითხზე, შესაძლოა, რეფერენდუმი გაიმართოს

საქართველო, თბილისი - 18:06 | 28.09.2021
ნანახია: 606

ბელარსუში, შესაძლოა, სიკვდილით დასჯის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართოს. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პიოტრ მიკლაშევიჩმა განაცხადა.

პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრის შემდეგ მიკლაშევიჩმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის საკითხზე საყოლველთაო გამოკითხვის ჩატარება დღეს მიზანშეწონილი არ იქნება, თუმცა, შესაძლოა, დაინიშნოს სპეციალური რეფერენდუმი.

დღეისათვის ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულს დახვრეტა ელოდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე