აშშ თურქეთს ემუქრება ახალი სანქციებით რუსეთთან С-400-ზე გარიგების შემთხვევაში
საქართველო, თბილისი - 11:56 | 28.09.2021 ნანახია: 902
ამერიკის სენატის კომიტეტი საერთშორისო ურთიერობების საკითხებში, ანკარას დაემუქრა დამატებითი სანქციებით რუსეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების С-400-ის შეძენასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.
„ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, როდესაც მივიღეთ კანონი CAATSA (კანონი „ამერიკის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის შესახებ სანქციების საშუალებით“): სანქციები დაუწესდება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ეწევა მსხვილ ბიზნესს რუს სამხედროებთან ან სადაზვერვო სტრუქტურებთან. თურქეთის ნებისმიერი ახალი შესყიდვა გამოიწვევს ახალ სანქციებს“, - ნათქვამია კომიტეტის მიერ Twitter-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თურქეთის პრეზიდენტმათაიფ ერდოღანმა ცოტა ხნის წინ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ანკარა უახლოეს ხანში აპირებს შეიძინოს რუსული С-400-ის კიდევ ერთი პარტია. ერდოღანის თქმით, ეს საკითხი მხოლოდ თურქეთის გადასაწყვეტია და არც ერთ სხვა ქვეყანას მის საქმეში ჩარევის უფლება არ აქვს.
თურქეთმა და რუსეთმა С-400-ის შეძენის შესახებ კონტრაქტი 2017 წელს გააფორმეს. ჰაერსაწინაღმდეგო თვადაცვის კომპლექსები თურქეთმა 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე მიიღო. გარიგებამ კრიზისი გამოიწვია თურქეთსა და აშშ-ს შორის. ვაშინგტონი მოითხოვდა თურქეთს ამერიკული კომპლექსები Patriot-ი შეეძინა და აცხადებდა, რომ შეაჩერებდა ან საერთოდ შეწყვეტდა უახელეს ავიაგამანადგურებელ F-35-ის თურქეთისთვის მიყიდვას და ანკარას ემუქრებოდა სანქციებით.
ანკარა არ აპირებს უარი თქვას С-400-ზე. თურქეთის პრეზიდენტმა აგვისტოში განაცხადა, რომ რუსეთისგან მეორე პოლკის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ისშეძენა ეჭვის ქვეშ არ დგას აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად. ერდოღანის თქმით, რუსეთთან გარიგება უკვე დასრულებულია და არ გადაიხედება.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















