შვეიცარიაში, რეფერენდუმზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს

საქართველო, თბილისი - 18:07 | 26.09.2021
ნანახია: 539

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის საკითხზე გამართულ რეფერენდუმზე,  60%-ზე მეტმა მონაწილემ მხარი დაუჭირა ინიციატივას „ქორწინება ყველასთვის“. აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზაციას ითვალისწინებს.

სოციოლოგიური ინსტიტუტის -  gfs.bern-ის მონაცემებით, რომელიც შვეიცარიის ტელერადიოკომპანია SRF-მა  გამოაქვეყნა, ინიციატივას მხარი ამომრჩეველთა 63,5 პროცენტმა დაუჭირა.

შვეიცარიის პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, მათ შორის ლესბოსურ წყვილებს სპერმის ბანკებთან წვდომის უფლებაც მისცა. მოგვიანებით, ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა სახალხო პარტია და ფედერალურ-დემოკრატიული კავშირი, რომლებმაც შეაგროვეს ხელმოწერები რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით.

2007 წლიდან შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა წყვილებს შეეძლოთ ურთიერთობის გაფორება რეგისტრირებული პარტნიორობის სახით, თუმცა ასეთი კავშირის წევრებს ბავშვების შვილად აყვანა არ შეეძლოთ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე