თალიბებმა ჰელმანდის პროვინციაში მოდური ვარცხნილობა და წვერის გაპარსვა აკრძალეს

საქართველო, თბილისი - 17:28 | 26.09.2021
ნანახია: 662

თალიბებმა სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მოდური ვარცხნილობები და წვერის გაპარსვა აკრძალეს.

ისლამური ირიენტაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქალაქ ლაშქარგაჰში მამაკაცთა სალონების თანამშრომლებს გააფრთხილეს, რომ მომხმარებლებს არ გაუკეთონ ლამაზი ვარცხნილობები და არ გაპარსონ წვერი. ამასთან საპარიკმახეროებში იკრძალება მუსიკის გაჟღერებაც.

ავღანური მედიის ცნობით, „თალიბანმა“ გააუქმა ქალების საქმეთა სამინისტრო და ის ისლამური ორიენტაციის სამინისტროთი ჩაანაცვლა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე