პირველად, ევროპაში, ისლანდიის პარლამენტის დეპუტატების უმეტესობა ქალი იქნება

საქართველო, თბილისი - 16:46 | 26.09.2021
ნანახია: 649

ისლანდიის ახლადარჩეულ პარლამენტში, დეპუტატების უმეტესობა ქალი იქნება. იუწყება დასავლური მედია.

ერთპალატიან 63-ადგილიან პარლამენტში 33 ქალი მოხვდა, რაც პარალმენტარების რაოდენობის 52 პროცენტია. ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ არც ერთ ევროპის ქვეყნაში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალების რაოდენობას 50 პროცენტისთვის არ მიუღწევია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი დეპუტატი ქალი შვედეთის პარლამენტს ჰყავს - 47 პროცენტი.

ისლანდიის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართა, მმართველმა დამოუკიდებლობის პარტიამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა პროგრესული პარტია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე