გერმანიაში, რამდენიმე საარჩევნო უბანთან ბომბის აღმოჩენის გამო, მოქალაქეები ხმის მიცემას ვერ ახერხებენ

საქართველო, თბილისი - 16:17 | 26.09.2021
ნანახია: 598

გერმანიის ქალაქ ვუპერტალში, რომელიც ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის მიწაზე მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, ხუთ საარჩევნო უბანში ხმის მიცემა ვერ ხერხდება.

 „საარჩევნო უბნები ბომბის გარშემო 500 მეტრის რადიუსში მდებარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც ამ უბნებში აძლევენ ხმას, იქ მისვლა ეკრძალებთ, მანამდე, ვიდრე შეზღუდვის მოხსნის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება“, - ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაში.

ბომბის გარშემო 250 მეტრის რადიუსში მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის შედეგების მიხედვით მომდევნო ოთხი წლის ვადით ჩამოყალიბდება მთავრობა ახალი კანცლერის მეთაურობით, რომელიც ანგელა მერკელს შეცვლის. ამით ანგელა მერკელის ეპოქა დასრულდება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, სოციალ-დემოკრატიული პარტის გამარჯვებას პროგნოზირებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე