აშშ-ში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - დაიღუპა 3 ადამიანი, 50-ზე მეტი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 26.09.2021
ნანახია: 554

აშშ-ის მონტანას შტატში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 50-ზე მეტი  დაშავდა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მატარებლის მფლობელი კომპანია Amtrak-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯოპლინილის მახლობლად, მონტანას შტატში, მატარებელი დაახლოებით 16:00 სთ-ზე  გადავიდა ლიანდაგიდან. ბორტზე იმყოფებოდა დაახლოებით 146 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი.

კომპანიის ცნობით, მატარებლის ათი ვაგონიდან შვიდი რელსებიდან გადავიდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე