გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 10:50 | 26.09.2021
ნანახია: 527

გერმანიაში საპარლამენტო  არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8.00 საათზე გაიხსნა. exit poll-ის შედეგები უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადდება.

არჩევნების შედეგადჩამოყალიბდება გერმანიის ახალი მთავრობა ახალი კანცლერის მეთაურობით. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების  შედეგები სოციალ-დემოკრატების გამარჯვებას პროგნოზირებენ. თუმცა კვლევების ნაწილი გამარჯვებას ქრისტიან-დემკრატებს უწინასწარმეტყველებს. ამავე პროგნოზებით, ვერც ერთი პარტია ახერხებს ხმათა 30 პროცენტის დაგროვებასაც კი, რაც გერმანიის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ამასთან, პროგნოზის თანახმად, ბუნდესტაგში წარმოდგენილი იქნება ექვსი პარტია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე