რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 22.09.2021
ნანახია: 479

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის მახლობლად რადარებიდან გაუჩინარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 6 წევრი. უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავი ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა.

"მოსკოვის დროით 11:45 საათზე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი დირექტორატის კრიზისების მართვის ცენტრმა მიიღო შეტყობინება, რომ თვითმფრინავი Ан-26 რადარიდან გაქრა ხაბაროვსკის აეროპორტიდან 38 კილომეტრში. წინასწარი მონაცემებით, ხეხცირის ნაკრძალის ტერიტორიაზე. ბორტზე ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, არახელსაყრელი ამინდის გამო თვითმფრინავის საძიებო სამუშაობის განხორციელება გართულებულია. რადარიდან გაქრობის ადგილზე გაემართნენ მაშველები.

ინციდენტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე