ზელენსკის თანაშემწის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

საქართველო, თბილისი - 13:44 | 22.09.2021
ნანახია: 551

კიევის ოლქში, კიევ-სვიატოშინსკის რაიონის სოფელ ლესნიკის მახლობლად, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერჰი შეფირის მანქანას ცეცხლი გაუხსეს. 

პოლიციის ინფორმაციით, მანქანას 12-მდე ტყვია მოხვდა. ინცინდენტის შედეგად დაჭრილია ავტომობილის მძღოლი. მანქანაში სხვა მგზავრი არ ყოფილა.

შემთხვევა 10:00 საათზე მოხდა. პოლიციის საგამოძიებო ჯგუფები ადგილზე მუშაობენ.

უკრაინის რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის უფროსის მოადგილის მარიანა ბეზუგლაიას განცხადებით, მძღოლს სამი ტყვია მოხვდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ფეისბუქზე დაწერა, რომ თავდამსხმელები ავტომატური იარაღიდან მანქანის მიმართულებით ტყიდან ისროდნენ.

მიმდინარეობს სპეცოპერაცია თავდამსხმელთა დაკავების მიზნით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე