რუსეთის დუმის არჩევნები არ შეესაბამებოდა თავისუფალ და სამართლიან პროცესს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
საქართველო, თბილისი - 21:45 | 20.09.2021 ნანახია: 978
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გააკეთეს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც გუშინ დასრულდა.
„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები, რომელიც 17-19 სექტემბერს გაიმართა, მიმდინარეობდა ისეთ პირობებში, რომელიც არ შეესაბამებოდა თავისუფალ და სამართლიან პროცესს. - რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებულმა კანონებმა „ექსტრემისტული ორგანიზაციების“, „უცხოელი აგენტებისა“ და „არასასურველი ორგანიაციების“ შესახებ, სერიოზულად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა რუს ხალხს თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზებაში.
რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა, რომლებსაც წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი ძალისხმევა პოლიტიკური მოღვაწეების მარგინალიზაციისაკენ, ასევე არ მისცა შესაძლებლობაა ეუთოსა და საპარლამენტო ასამბლეას დაკვირვებოდნენ არჩევნებს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სამართლიანი არჩევნების აუცილებელი გამჭვირვალობა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
„ეს ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური სამართლის საერთაშორისო პაკტს, ასევე მის ვალდებულებას ეუთოსა და სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისადმი. მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების შესახებ და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის კამპანია. ამის გარდა, არ ვაღიარებთ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარებას სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე და ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















