ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 19:32 | 20.09.2021
ნანახია: 567

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ცეცხლი სასამართლო აღმასრულებლებს გაუხსნა.

როგორც ქვეყნის შს სამინისტრო იტყობინება, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში 54 წლის მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით საცხოვრებელი სახლიდან მისი გასახლების აღსასრულებლად მივიდნენ. დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორმა პოლიციელმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. თავდამსხმელი დააკავეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე