პერმის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 20.09.2021
ნანახია: 651

რუსეთში, ქალაქ პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა კაცმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა რვა დამიანი, დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი.

ცეცხლის გახსნის შემდეგ სტუდენტების ერთი ნაწილი აუდიტორიებში დაიმალა, ნაწილი კი გადარჩენის მიზნით შენობის ფანჯრებიდან გადახტა. ინციდენტის ამსახველი ვიედოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რუსული მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია.

 


მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე