მერკელმა, 2015 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა შეაჩერა - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 16:20 | 17.09.2021
ნანახია: 858

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მედიაციით, 2015 წელს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მცდელობა შეჩერდა. ზელენსკიმ აღნიშნული მედიაციისთვის ანგელა მერკელს თავისუფლების ორდენი მიანიჭა.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მისი უშაულო შუამავლობით 2015 წელს მოხერხდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შეჩერება უკრაინის ტერიტორიაზე. ასევე მან დაიწყო ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების პოლიტიკაზე მუშაობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე