სომხეთი აზერბაიჯანს ჰააგის სასამართლოში უჩივის და რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 11:36 | 17.09.2021
ნანახია: 658

სომხეთი აზერბაიჯანს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის და რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას  „როიტერი ავრცელებს.

სომხური მხარე ამტკიცებს, რომ „აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში ახდენდა სომხეთის რასობრივ დისკრიმინაციას“, რაც გამოიხატებოდა მასობრივ მკვლელობებში, წამებასა და სხვა დარღვევებში.

ამის საფუძველზე სომხეთი სთხოვს სასამართლოს, დამნაშავედ ცნოს აზერბაიჯანი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში და მიყენებული ზარალის კომპენსირება მოახდინოს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს ხანში თავადაც მიმართავენ ჰააგის სასამართლოს საპასუხო სარჩელით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე