საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის კაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:07 | 13.09.2021
ნანახია: 632

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურთან ავარიის შედეგად 35 წლის კაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ერთმანეთს „ფოლცვაგენისა“ და „პორშეს“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.