თალიბები უნივერსიტეტების პროგრამიდან იმ საგნების ამოღებას გეგმავენ, რომელიც შარიათს ეწინააღდეგება

საქართველო, თბილისი - 12:21 | 13.09.2021
ნანახია: 514

ექტსტრემისტული მოძრაობა „თალიბანის“ სკოლებისა და უნივერსიტეტების პროგრამიდან იმ საგნების ამოღებას გეგმავს, რომლებიც, მათი აზრით, შარიათს ეწინააღმდეგება. იუწყება ტელარხი Tolo News-ი.

თუ რომელ დისციპლინებს შეეხება აღნიშნული აკრძალვა, თალიბებს ჯერ არ დაუზუსტებიათ.

აგვისტოში, კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ თალიბებმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს. სექტემბრის დასაწყისში „თალიბანმა„ ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შარიათის კანონებს აამოქმედებს.

თალიბების წარმომადგენელთა განცხადებით,  ქალებს აეკრძალათ სპორტი, სასწავლო დაწესებულებებში გოგონებისთვის ცალკე შესასვლელი გამოიყო, ამასთან, ლექციები და გაკვეთილები კაცებისა და ქალებისთვის ცალ-ცალკე ჩატარდება, გოგონებისთვის უნივერსიტეტებში სავალდებულო გახდა ნიქაბის ტარებაც.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე